მაია ჯანგიძის მიერ სადოქტორო დისერტაციის დაცვა
„ტექსტოლოგიისა და გამოცემათმცოდნეობის“ სტრუქტურირებული სადოქტორო პროგრამის სტიპენდიანტმა დოქტორანტმა მაია ჯანგიძემ 2019 წლის 11 დეკემბერს წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ფილოლოგიის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად. სადისერტაციო კოლეგიის წევრებმა მისი ნაშრომი „ფრიადზე“ შეაფასეს.
სადისერტაციო თემა: „ტექსტოლოგიური კვლევები გურამ რჩეულიშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისათვის“.
სამეცნიერო ხელმძღვანელები:
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მაია ნინიძე
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ქეთევან გიგაშვილი
ოფიციალური შემფასებლები:
ფილოლოგიის დოქტორი შარლოტა კვანტალიანი, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი
ფილოლოგიის დოქტორი ია ღადუა, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის უნიკალური წიგნების ფონდის კურატორი
ავტორეფერატი იხ.:
დისერტაცია იხ.:
ინფორმაცია დაცვის შესახებ იხ.:
11 დეკემბერი, 2019


