top of page
„ქართველ მეცნიერ-ისტორიკოსთა ეპისტოლური მემკვიდრეობის“ I ტომის პრეზენტაცია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში
2019 წლის 27 ივნისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში შედგა „ქართველ მეცნიერ-ისტორიკოსთა ეპისტოლური მემკვიდრეობის“ I ტომის პრეზენტაცია. ტომი მომზადდა ფუნდამენტური პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელია პროფესორი გიორგი გოცირიძე.
I ტომში წარმოდგენილია პლატონ იოსელიანისა (51) და დიმიტრი ბაქრაძის (67) წერილები. სულ 118 ბარათი.
bottom of page