
ვოდევილი ქართულ მწერლობაში (აკადემიური გამოცემა)

პროექტის ფარგლებში დაიბეჭდა 2 ტომი.
I ტომში წარმოდგენილია 4 ავტორი: გიორგი ერისთავი (1813-1864) ვოდევილებით: "თილისმის ხანი", "უჩინმაჩინის ქუდი" და "წარსული დროების სურათები; დიმიტრი მეღვინეთხუცესოვი (მეღვინეთხუცესიშვილი) (1815-1878) ვოდევილებით: "კატა-აწონა", "ანჩხლი ცოლი", "უბედური მოარშიყე" და "ექიმბაში"; ივანე (ოქროპირ, ოქრო) ერისთავი (1818-1858) ვოდევილით "ძალად ექიმი" და გიორგი ორბელიანი (დაბად. 1818) ვოდევილით – "სიყვარულის სასმელი". სულ 9 პიესა.
გამოცემაში პირველად ქვეყნდება დიმიტრი მეღვინეთხუცესოვის (მეღვინეთხუცესიშვილის) "ანჩხლი ცოლი" და გიორგი ორბელიანის "სიყვარულის სასმელი".
http://dspace.gela.org.ge/bitstream/123456789/5257/1/vodevili%201%20tomi.pdf
II ტომში მკითხველს ვთავაზობთ სამი ავტორის დრამატულ ნაწარმოებებს: ზურაბ ანტონოვის (1820-1854) პიესებს: "ქმარი ხუთის ცოლისა", "განა ბიძიამ ცოლი შეირთო" და "მზის დაბნელება საქართველოში", გრიგოლ რჩეულიშვილის (გარდანქეშელი) (1820-1877) პიესას – "ხუმრობა-ვოდევილი ორს კარტინაში" და ალექსანდრე გარსევანოვის (გარსევანიშვილის) პიესას – "ცოლები დავკარგეთ". ასე რომ, წინამდებარე გამოცემაში გამოქვეყნებულია 5 ნაწარმოები.
http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/127149/1/Vodevili_II_Tomi.pdf