top of page

ჩვენ შესახებ

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი "ინტერდისციპლინური ჰუმანიტარიის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი" არის არაპოლიტიკური, ნებაყოფლობითი საზოგადოებრივი გაერთიანება, რომელიც მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და ინსტიტუტის წესდების შესაბამისად.

 

ინსტიტუტის მიზნებს შეადგენს სამეცნიერო–კვლევითი და საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება ჰუმანიტარიის მიმართულებით, ახალი მეთოდებისა და ტექნოლოგიების დანერგვა კვლევისა და სწავლების დონის ასამაღლებლად ჰუმანიტარიის სფეროში, ინტერდისციპლინური კვლევების პოპულარიზაცია ახალგაზრდებში და მათი მოზიდვა მეცნიერებაში. 

პრეამბულა

გლობალიზაციის გამოწვევებთან გასამკლავებლად და საზოგადოების მდგრადი განვითარებისათვის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სფეროში ინტერდისციპლინური კვლევებისა და სწავლების, სამეცნიერო კადრისა და პროფესიონალების მომზადების ცენტრის არსებობის საჭიროებიდან გამომდინარე, ჰუმანიტარულ მეცნიერებებში კვლევისა და სწავლების/ტრენინგის განვითარება, საერთაშორისო აკადემიურ ქსელში მკვლევართა ინტეგრირება და პროფესიონალთა მაღალი კვალიფიკაცია მნიშვნელოვანია ღია საზოგადოების ფუნქციონირებისათვის, რისთვისაც დაფუძნდა არასამეწარმეო იურიდიული პირი  – „ინტერდისციპლინური ჰუმანიტარიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი“.

ინსტიტუტის მისია

ხელი შეუწყოს საქართველოში სამეცნიერო კვლევებისა და საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელებას ჰუმანიტარულ მეცნიერებებში.

599276647

©2019 by Teaching-Research Institute for Interdisciplinary Humanities. Proudly created with Wix.com

bottom of page