გიორგი კალანდაძის მიერ სადოქტორო დისერტაციის დაცვა
„ტექსტოლოგიისა და გამოცემათმცოდნეობის“ სტრუქტურირებული სადოქტორო პროგრამის სტიპენდიანტმა დოქტორანტმა გიორგი კალანდაძემ 2019 წლის 18 ნოემბერს წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ფილოლოგიის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად. სადისერტაციო კოლეგიის წევრებმა მისი ნაშრომი „ფრიადზე“ შეაფასეს.
სადისერტაციო თემა: „ტექსტოლოგიური და საგამომცემლო კვლევები გაბრიელ მცირის „გჳრგჳნის“ შესახებ“.
სამეცნიერო ხელმძღვანელები:
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ქეთევან გიგაშვილი
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მაია ნინიძე
ოფიციალური შემფასებლები:
ფილოლოგიის დოქტორი ლია კიკნაძე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი
ფილოლოგიის დოქტორი ნანა ჩიკვატია, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მთავარი მეცნიერი
თანამშრომელი
ავტორეფერატი იხ.:
დისერტაცია იხ.:
ინფორმაცია დაცვის შესახებ იხ.:
18 ნოემბერი, 2019




