გიორგი გოცირიძისა და ქეთევან გიგაშვილის მონაწილეობა გალათის (რუმინეთი) უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციაში.
ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა, პროფესორმა გიორგი გოცირიძემ და სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ, პროფესორმა ქეთევან გიგაშვილმა მონაწილეობა მიიღეს გალათის (რუმინეთი) უნივერსიტეტის ისტორიის, ფილოსოფიისა და თეოლოგიის ფაკულტეტისა და წერილების ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში 'Thirty Years since the Fall of Communism: Visual Narratives, Memory and Culture', რომელიც ჩატარდა 2019 წლის 21-22 ნოემბერს.
გიორგი გოცირიძემ წარადგინა ქეთევან გიგაშვილთან თანაავტორობით მომზადებული მოხსენება 'Private Letters as Visual Evidence for Disclosure of the Totalitarian Regime', ხოლო ქეთევან გიგაშვილმა წაიკითხა მოხსენება 'Essential Textual and Editorial Markers of the Editions of the Bible's Georgian Translations in the Pre-Soviet, Soviet and after Soviet Eras,'
კონფერენციის ვებგვერდი იხ.:
პროგრამა იხ.:



