top of page
„ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობის“ აკადემიური გამოცემის IX ტომის პრეზენტაცია.
2019 წლის 10 დეკემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დოქტორანტ ესმა მანიას დისერტაციის დაცვის შემდეგ შედგა „XIX-XX საუკუნეების ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობის“ აკადემიური გამოცემის IX ტომის პრეზენტაცია.
ტომი დაეთმო გრიგოლ ორბელიანის წერილების VIII ტომს, რომელშიც შევიდა პოეტის 102 ბარათი. დღეისათვის მრავალტომეულში უკვე დაბეჭდილია გრიგოლ ორბელიანის 829 წერილი.
ამით დასრულდა ფუნდამენტური პროექტის მორიგი ნაწილი (გრანტი #217906), რომელიც მიმდინარეობდა 2016-2019 წლებში და მისი ბიუჯეტი შეადგენდა 150.000 ლარს.
10 დეკემბერი, 2019


bottom of page