ტრენინგი „EURAXESS პორტალი მკვლევრებისთვის”
ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ, პროფესორმა ქეთევან გიგაშვილმა 24 იანვარს მონაწილეობა მიიღო, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში EURAXESS - საქართველოს პროექტის ფარგლებში, ჩატარებულ ტრენინგში: „EURAXESS პორტალი მკვლევრებისთვის.“ ტრენინგის თემატიკა იყო EURAXESS-ის პორტალზე მკვლევრის რეგისტრაცია და ის ფართო შესაძლებლობები, უპირატესობები, რომელიც პორტალზე წვდომის შედეგად ეძლევათ მეცნიერებს. ქეთევან გიგაშვილი ტრენინგზე წარადგინა ინტერდისციპლინური ჰუმანიტარიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტმა.
ტრენინგს უძღვებოდა ფონდის სამეცნიერო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთევან გაბიტაშვილი, მის მუშაობაში მონაწილეობდნენ სამეცნიერო დეპარტამენტის წარმომადგენლები ლანა დავითულიანი და სალომე შარაშენიძე. იხ.:
24 იანვარი, 2020


